вторник, 17 мая 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე იყო მეტად მნიშვნელოვანი და სახალისოც. ამ დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი რვა დღის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგად შექმნილი ნამუშევარი. მოვაწყვეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია, მოვუსმინეთ ერთმანეთს და ერთხმად ვაღიარეთ  ინტელის აქტუალობა და საჭიროობა. რომ პროექტძე დაფუძნებული სწავლება არის არა მხოლოდ საინტერესო და სახალისო, არამედ გამოუმუშავებს მოსწავლეებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ დაეხმარება მასალის ათვისებაში, მარალ სააზროვნო უნარებზე გასვლას. დაეხმარება მათ  მიღებული ცოდნის და გამომუსავებული უნარების დახმარებით სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავებაში.  

воскресенье, 15 мая 2016 г.

პროექტის პრეზენტაცია


მერვე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მეშვიდე მოდული, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავეცანით როგორ შეიძლება სწავლების დიფერენცირებული მეთოდების გამოყენებით, სწავლის ხარისხის ამაღლება. რესურსების ჩანართიდან გავეცანი მოსწავლეთა აზროვნების სკაფოლდინგს და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების ჩართულობას პროექტებში. პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე, განვიხილეთ html კოდების ბლოგზე გადმოტანა გაჯეტების საშუალებით.
მეშვიდე დღის რეფლექსია

მომდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდებინე თვალსაზრისით, ვიმსჯელეთ მოსწავლის შეფასების კრიტერიუმებზე,მოვახდინე მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტაცია, განვიხილეთ ინდფივიდუალური მიდგომა სწავლების პროცესში.

воскресенье, 8 мая 2016 г.

მეხუთე-მეექვსე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ქონდეს ინტერნეს სწავლის პროცესზე. ვისწავლე, თუ როგორ შემიძლია, როგორ გავარკვიო, რომელი ინფორმაციაა სანდო და რომელს ნაკლებად უნდა ვენდო, როგორ დავიცვა ჩემი, როგორც ავტორის, უფლება. შევქმენით საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტი პროექტის შესახებ.
მეექვსე დღე მეტად საინტერესო და სახალისო გვქონდა. ვისწავლეთ პპრეზენტაციის მომზადება, სლაიდებში ტექსტის და სურათების ატვირთვა, მომზადებული სლაიდის ბლოგზე ატვირთვა. დავამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რათა დავგეგმო მოსწავლის საჭიროებაზე ორიენტირებული შეფასება.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი